1.პროექტის სახელწოდება: "ეკოლოგიური პრობლემა ჩემ ეზოში და მისი აღმოფხვრის გზები ევროპული გამოცდილების საფუძველზე".
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა):მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირება არსებულ პრობლემაზე-დაფიქრება, მსჯელობა, დისპუტი და გადაჭრის გზების ერთად ძიება.
3.პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები და პოლიეთილენის პარკები საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეკოპრობლემების მოგვარებაზე მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განვითარებას დიდი მნიშვნელობა.
4.პროექტის მიზნები:
* მოსწავლეებს განუვითარდეთ უნარი მათ გარშემო არსებული ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების;
* მოსწავლეებს განუვითარდეთ უნარი იმსჯელონ არსებულ პრობლემაზე დაერთად დასახონ პრობლემის გადაჭრის გზები;
* პრობლემაში უკეთ გარკვევის მიზნით აიღონ ინტერვიე მეზობლებისგან;
* მოიძიონ ინფორმაცია ევროპაში საცხოვრებელი სახლის ეზოებში არსებული ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ;
* მოსწავლეებს განუვითარდეთ უნარი შეგროვილი ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად დახარისხება-გამოყენების;
5.მოსწავლეთა ასაკი: მე-9 კლასი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ რეალურ პრობლემებზე დაფიქრებას, ისწავლიან ერთად მსჯელობას და გადაჭრის გზების ერთად ძიებას.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოაპარატი, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
კავშირი:
ბიოლ.IX.8 მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
- გარემოს დანაგვიანებით გამოწვეულ პრობლემებზე ინტერვიუს აღება მეზობლებისგან; (30 წთ)
- მასალის დახარისხება კომპიუტერული ტექნიკით; (15 წთ0
- მასალის მოძიება "გუგლ"-ში -ევროპული გამოცდილება მსგავსი პრობლემების მოგვარაბისას; (45 წთ)
- მასალების შესაბამისობაში მოყვანა რეალურად არსებულ პრობლემასთან;(25 წთ)
- კომპიუტერულად აწყობა მასალის ; (20 წთ)
- პრეზენტაცია. (45 წთ).
კავშირი:
ბიოლ.IX.8 მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
IX.8.1 განარჩევს მცენარეებსა და ცხოველებზე მოქმედ ძირითად ფაქტორებს (მაგ.ტემპერატურა, განათება, წყალი, საკვები ნივთიერებები).
კვლ. IX.2 მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
კვლ. IX.3 მოსწავლეებს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
კავშირი საგანთან-ისტ-ი.
კავშირი საგანთან-ისტ-ი.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლბელი): ნინო ბორჩხაძე.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninoborchxadze@.gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:ninoborchxadze.blogspot.com
No comments:
Post a Comment