1
|
საკითხი(თემა):
კლასი:
|
მიტოზი (გენეტიკა, სელექცია)
IX
|
2
|
სტანდარტი (საგნობრივი სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები, რომლებზეც
გადის დავალება
|
ბიოლ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია
დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ცამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები.
|
3
|
აქტივობის/დაკვეთილის მიზანი (რა ცოდნა და უნარები
გსურთ, რომ შეიძინოს მოსწავლეებმა
|
მოსწავლე ასახელებს მიტოზის ფაზებს, აღწერს თითოეულ
ფაზას, ადგენს შვილეულ უჯრედებში ქრომოსომების გადანაწილების კანონზომიერებებს.
|
4
|
მოსწავლეზე ორიენტირებული
სწავლების მიდგომა
|
მოსწავლეთა მიერ მიტოზის ფაზებზე მარტივი სქემების
შექმნა, გამოყენება. მარტივი მათემატიკური გამოთვლების გაკეთება.
|
5
|
სასწავლო რესურსები
|
სახელმძღვანელო, მარკერები, ფლომასტერები, დაფა, ცარცი,
ვიდეო მასალა, წინასწარ მომზადებული სქემები.
|
6
|
აქტივობის/გაკვეთილის განხორციელებისთვის
საჭირო დრო
|
45 წთ.
|
7
|
აქტივობის/გაკვეთილის აღწერა (აღწერაში უნდა ჩანდეს
მასწავლებლის ინსტრუქცია და
ქმედებები, მოსწავლის მიერ შესრულებული ქმედებები,
კლასის ორგანიზების ფორმა
(ინდივიდუალური, წყვილებში,
ჯგუფებში),შესრულებული
ნაბიჯების თანმიმდევრობა)
|
აქტივობა
1. მიზანი:
მოსწავლეთა მიერ ზოგადი ინფორმაციის მიღება უჯრედის აგებულების შესახებ (წინარე ცოდნით
მოსწავლეთა გამოწვევა).
აქტივობა
2. მიზანი:
საგაკვეთილო თემის გაცნობა.
მინი ლექცია-უჯრედის სასიცოცხლო ციკლის შესახებ,
ისტ-ის დახმარებით წინასწარ მომზადებული ვიდეო მასალა
მიტოზის სხვადასხვა ფაზების ჩვენება.
აქტივობა
3. მიზანი:
ახალი მასალის ტექსტის გააზრება.
მასწავლებლის ინსტრუქციებით მოსწავლეები ინდივიდუალურად
კითხულობენ ტექსტს, ადარებენ ვიდეოში ნანახ სურათებს, წყვილებში მსჯელობენ უჯრედის
მიტოზური გაყოფის მეცნიერულ მტკიცებულებებზე, ქმნიან მიტოზური გაყოფის ფაზის სქემას წინასწარ გამზადებულ ფურცელზე ფურცელზე,
რომელსაც მხოლოდ გამოსაცნობი ერთი ფაზის სახელი აწერია.
აქტივობა
4. მიზანი:
შეჯერებული ინფორმაციის პრეზენტაცია შემთხვევით შერჩევის (ჩხირების) პრინციპით.
მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს - სხვადასხვა ქრომოსომული
კომპლექტის მქონე უჯრედებში მიტოზის შედეგად მიღებულ შვილეულ უჯრედებში რამდენი ქრომოსომა
იქნება.
საშინაო დავალების მიცემა შესაბამისიუნსტრუქციებით.
შეფასდებიან მოსწავლეები მათთვის წინასწარ ცნობილი
განმსაზღვრელი და გნმავითარებელი შეფ. რუბრიკით.
|
გაკვეთილის გეგმები
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment